1. პროექტის სახელი: კავკასიის მწვერვალები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეისწავლიან კავკასიის მწვერვალებს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა) კავკასიის ცნობილი მწვერვალების გეოგრაფიული ბუნების კვლევა, მათი სიმაღლეები, ტემპერატურა მწვერვალებზე, წნევა (გამოიყენება: წიგნები, ინტერნეტი, ინტერვიუები, ფოტოგადაღებები) ბ)მათემატიკური სტატისტიკა (დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილების და დიაგრამების აგება).
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-14 წელი; 7 კლასი.
5. ვადები ხანგრძლივობა: 4–5 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას (წიგნები, ინტერნეტი, ინტერვიუები); ააგებენ მთათა სიმაღლეების დიაგრამებს; გამართვენ დისკუსიებს; მოძიებული ფოტო მასალის გამოფენა; პრეზენტაცია; ბლოგების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაიცნობენ კავკასიის მთათა სისტემებს, მათ ბუნებასა და გეოგრაფიულ თვისებებს, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათ. VII.15. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას,
წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/
კლასიფიკაციის პრინციპზე.
• ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას.
• აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისებრივი ან რაოდენობრივი
მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
მათ. VII.16. მოსწავლე აკეთებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან/და ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე.
მათ. VII.15. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას,
წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/
კლასიფიკაციის პრინციპზე.
• ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას.
• აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისებრივი ან რაოდენობრივი
მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
მათ. VII.16. მოსწავლე აკეთებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან/და ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ
კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე.
• ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად.
• ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისებრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
გეო. VII. 2. მოსწავლე ინფორმაციის მოსაპოვებლად კითხულობს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• გეოგრაფიული და ისტორიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენს ფოტოების, ცხრილების და რუკების გამოყენებით;
• საერთაშორისო სიმბოლიკის საშუალებით განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვადასხვა დამხმარე ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებზე;
• იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
• წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
• ერთი ტიპის გეოგრაფიულ საშუალებაზე მოცემულ ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ.: მსოფლიო რუკიდან მნიშვნელოვან მდინარეებს აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით).
გეო. VII. 3. მოსწავლე განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მსოფლიოს და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს;
• იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოფოები, ადმინისტრაციული ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;
• რუკისა და სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით ადგენს ცხრილს, სადაც განათავსებს კონტინენტების მიხედვით სამი ყველაზე დიდი და სამი ყველაზე მცირე ქვეყნის (ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით) მახასიათებლებს;
• იყენებს საქართველოს ატლასს და ახასიათებს ერთ-ერთ სამხარეო ერთეულს
(მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);
• რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, აჯგუფებს მათ ცხრილში;
• ატლასის გამოყენებით ავსებს საქართველოს სხვადასხვა ეპოქის (შუა საუკუნეები, საბჭოთა პერიოდი, დღევანდელი) პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის რუკას და ადარებს ერთმანეთს.
ისტ:
• იყენებს კომუნიკაციის ტექნოლოგიურ საშუალებებს დისტანციური ინფორმაციის ხელმისაწვდომად, ამ ინფორმაციის შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და შემდგომი გადაცემის მიზნით, რათა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაეხმაროს მას სასწავლო პროცესში, ან პირადი ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელებაში.
• აფასებს ელექტრუნულ ფორმატში არსებული რესურსების, ინფორმაციის სიზუსტეს, ობიექტურობას, მის მიზნობრიობას და დანიშნულებასთან შესატყვისობას.
• იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო შავიშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: n.shavishvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი: http://ninoshavishvili.blogspot.com/